24 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
"ალადინი" მოზარდ მაყურებელთა თეატრში - ჩვენებას თეა წულუკიანი დაესწრო

თეა წულუკიანი მოზარდ მაყურებელთა თეატრში "თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეორე საერთაშორისო ფესტივალის" ფარგლებში გამართულ "ალადინის" ჩვენებას დაესწრო.

მიუზიკლი, 2019 წელს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა, პიესა ქართულად ითარგმნა. პროექტის ავტორმა სპეციალურად მიუზიკლისთვის შექმნა ინსცენირება და არანჟირებები.

​სპექტაკლში გამოყენებულია ქართველი მსმენელისთვის აქამდე უცნობი მუსიკალური თემები. დადგმაში წარმოდგენილია უჩვეულო სცენოგრაფია, ცოცხალი შესრულება, ულამაზესი კოსტიუმები, შთამბეჭდავი ქორეოგრაფია.

დღის ამბები