შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, "ჰორიზონტი ევროპის" საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად ესწრებოდა.
საგრანტო ოფისის გახსნა, ხელს შეუწყობს ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში. ოფისის კოორდინატორები, ქართველ მკვლევარებს დახმარებას გაუწევენ კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და მართვაში.
აღნიშნული სივრცე ქართველ და აფხაზ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ იმავე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.