30 აგვისტო 2026,   15:59
ვრცლად
უკრაინელმა ბავშვმა რომის პაპს უკრაინაში ჩასვლა და ყველა ბავშვის გადარჩენა სთხოვა

უკრაინელი ბავშვის თხოვნა რომის პაპს - ფრანცისკეს პრესსამსახურის ცნობით, პაპი ბავშვებს ვატიკანში სასწავლო ინიციატივის ფარგლებში ხვდებოდა, რა დროსაც მას, უკრაინელმა ბავშვმა უთხრა, რომ პაპთან არა კითხვა, არამედ თხოვნა აქვს. მან პაპს უკრაინაში ჩასვლა და ყველა ბავშვის გადარჩენა სთხოვა.

პაპმა ფრანცისკემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და ამ საკითხს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს. რომის პაპმა ვიდეო მიმართვაც გაავრცელა და მსოფლიოს მშვიდობა უსურვა.

"დღევანდელი მსოფლიო ავადმყოფობამ, პანდემიამ მოიცვა, რომელმაც მილიონობით ადამიანი წაგვართვა და მოგვიტანა ტკივილი, ტანჯვა. ასევე მსოფლიოს ბევრ ნაწილში შიმშილია, ხალხი იძულებით გადასახლებულია და ომი, ომი ძმებს შორის, ომი ქრისტიანებს შორის, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ხდება. ომი, რომელიც გაჟღენთილია კონფლიქტებითა და გაურკვეველი მომავლის შიშით. მშვიდობა იწყება მტრის სიყვარულით, მათი სიყვარულით, ვინც განსხვავებულად ფიქრობს",- განაცხადა პაპმა.

დღის ამბები