ლიბერალ - დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვან პარტიებს აერთიანებს, მხარს უჭერს ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ალდემ ოპოზიციის ნაწილის მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი ყრილობაზე დუბლინში დაუჭირა. ქვეყანაში დაბრუნებულმა პარტიებმა დღეს ვიზიტი შეაჯამეს.
აღნიშნულის შესახებ, მმართველი გუნდიდან ბექა დავითულიანმა ისაუბრა.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ევროკავშირმა ახლა უნდა მიიღოს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა.
"მხოლოდ გამიხარდება თუ ყველა იმავეს გააკეთებს - გვერდით გადადებს თავის პარტიულ ინტერესებს და ერთხმად იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ეს სტატუსი. დღეს, ევროკავშირის მისაღები აქვს გეოპოლიტიკურ ჭრილში გადაწყვეტილება. ის კონკრეტული ფაქტები, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, თუნდაც ღირებულებით ნაწილში კითხვების გაჩენას ცდილობენ ვიღაცები, ამას ვერ გადაწონის. ვიღაცისთვის შეიძლება ეს ღირებულებითია, მაგრამ ამას არ გააჩნია იმაზე მაღალი ღირებულება ვიდრე ეს არის, დღეს, დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენა ჩვენს რეგიონზე. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ეს იქნება მათი ძალიან დიდი შეცდომა ისტორიულ და გეოპოლიტიკური ჭრილში", -აცხადებს ბექა დავითულიანი.
აღნიშნულ საკითხთან ოპოზიციის განცხადება იხილეთ აღნიშნულ ბმულზე