15 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ესტონეთის მთავრობა, მხარს უჭერს სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - რიინა კალიურანდი

საქართველოში ესტონეთის ელჩის შეფასებით, ბრიუსელის გადწყვეტილებაზე წინასწარ საუბარი ნაადრევია . მედიის კითხვებს რიინა კალიურანდმა პარლამენტში, "სტრატეგია აღმაშენებელთან" გამართული შეხვედრის შემდეგ უპასუხა.

მისი თქმით, იდეალური იქნება, თუკი საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, პირობებით მიიღებენ.

"ახლა, სამი ქვეყნის შესახებ ბრიუსელში საკმაოდ რთული დისკუსიაა. საქართველოში გარკვეული მიმართულებებით არსებობს პრობლემები, მაგრამ პრობლემები აქვს მოლდოვას და უკრაინასაც. გადაწყვეტილების მიღება ცხადია, არსებული შედეგების მხედველობაში მიღების შემდეგ მოხდება, თუმცა აუცილებელია გავითვალისწინოთ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში მდგომარეობა. ესტონეთის მთავრობა სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. რა იქნება ამ დისკუსიების საბოლოო შედეგი, ეს ჩვენთვის უცნობია, ეს ნამდვილად რთული პროცესია. ჩემი აზრით, იდეალური იქნება, თუ სამივე სახელმწიფო მიიღებს კანდიდატის სტატუსს კონკრეტული პირობებით, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

გადაწყვეტილება მალე გასაჯაროვდება. ქართველი ხალხი ერთიანობას იმსახურებს . ისინი იმსახურებენ ოპოზიციისა და მთავრობის ერთიანობას. ჩემი აზრით, არ არის კარგი, როცა განსხავავებული ზომის პოლიტიკური პარტიები ბრიუსელში ცალ - ცალკე ჩადიან. მათ, ყველას,  ერთიანი ნება უნდა ამოძრვებდეთ",- აცხადებს კალიურანდი. 

დღის ამბები