15 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"პარლამენტი, კანონიერადაც და მორალურადაც, აბსოლუტურად გამართულად დაიწყებს მოქმედებას უახლოეს პერიოდში" - გია ვოლსკი

"ჩვენ ამომრჩევი ხალხის ნებას უნდა მივყვეთ, პარლამენტი, კანონიერადაც და მორალურადაც, აბსოლუტურად გამართულად დაიწყებს მოქმედებას უახლოეს პერიოდში", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.

ის ამბობს, რომ პარლამენტს აქვს საზოგადოების ნდობა და ის მოქმედებას დაიწყებს. 

"თუ გარე დამკვირვებლის პოზიციიდან ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ლეგიტიმაცია პარლამენტს მიენიჭება იმისდა მიხედვით, თუ რას იტყვის ოპოზიცია. ანუ, ნებისმიერი მხარე, რომელიც დარჩება უმცირესობაში, არ შედის პარლამენტში და აქედან გამომდინარე, ინიშნება რიგგარეშე არჩევნები და ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ არის უკმაყოფილო. ხალხის არჩევანი სხვა არის; ხალხს არ უნდა ასეთი პროცესების განვითარება, რასაკვირველია, ჩვენ ამომრჩევი ხალხის ნებას უნდა მივყვეთ, პარლამენტი კანონიერადაც და მორალურადაც აბსოლუტურად გამართულად დაიწყებს მოქმედებას უახლოეს პერიოდში", - ამბობს გია ვოლსკი.

 

დღის ამბები