30 აგვისტო 2026,   01:13
ვრცლად
პროექტს, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს, წალენჯიხა უერთდება

პრემიერის ინიცირებულ პროექტს, რომელიც საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი უერთდება.

პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას ისახავს მიზნად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებში აქამდე არ განხორციელებულა, ამჟამად კი მერიამ მზაობა გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობისთვის.

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო. პროგრამაში მონაწილე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხელფასის ანაზღაურება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ხორციელდება.

შეკრებილებს ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, სოციალური მომსახურების და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიაწოდეს.

დღის ამბები