უკვე მეათე დღეა, ბორჯომის ქარხანასთან გაფიცვა გრძელდება. თანამშრომლები პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას, ხელფასების მომატებას და ძველი ხელშეკრულებების ამოქმედებას ითხოვენ, გრძელდება ქარხნის პიკეტიც, ისინი საწარმოში შემსვლელ - გამომსვლელს, შეძახილებით ხვდებიან. დღეს, საპროტესტო აქციის მონაწილეები სახალხო დამცველთან შეხვედრას ელოდებიან.