11 მაისი 2024,   19:52
ვრცლად
სუპერმარკეტის დაღაჩაღების გამო შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი სუპერმარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 და 2003 წლებში დაბადებული პირები გორის ერთ-ერთი მარკეტის ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და სუპერმარკეტიდან სეიფი გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე ბრალდებული დააკავა.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები