11 მაისი 2024,   09:24
ვრცლად
"ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან" - გიორგი ბაქრაძე მოგვითხრობს ეკონომისტებზე, რომლებმაც მსოფლიო ისტორიის ვექტორი შეცვალეს 

"ეკონომიკის ისტორიის სქოლიოებიდან" - წიგნი მათთვის, ვისაც აინტერესებს და მათთვისაც ვინც საერთოდ არ ინტერესდება ეკონომიკით. გიორგი ბაქრაძე ამჯერად არა როგორც მკითხველი, არამედ წიგნის ავტორად მოგვევლინა. პანდემიის დროს დაწყებული ბლოგების სერია დოკუმენტურ წიგნად გაერთიანდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი მოგვითხრობს გიგანტ ეკონომისტებზე, რომლებმაც მსოფლიო ისტორიის ვექტორი შეცვალეს და მოგვითხრობს მათზე ციფრებისა და ფორმულების გარეშე. 

წიგნში 800-მდე სქოლიოა, სადაც ავტორი ზოგჯერ თხრობის ხაზს ცდება და სხვადასხვა სფეროდან საინტერესო ამბებზე წერს. ამგვარი სტილის შესახებ მინიშნება სათაურშივეა, რადგან წიგნს ” ეკონომიკის ისტორიის სქოლოებიდან” ჰქვია. პერსონაჟების შესახებ ავტორი ისეთ ინფორმაცის გვაწვდის, რაც შესაძლოა ეკონომისტებისთვისაც უცნობი იყოს. 

ეკონომიკაზე დოკუმენტური პროზის წერა პანდემიის დროს ბლოგების გამოქვეყნებით დაიწყო. გამომცემელს ირაკლი ბაკურიძეს კი გაუჩნდა წიგნის გამოქვეყნების იდეა, რადგან მისი აზრით, გიორგის ტექსტები თანაბრად საინტერესო იყო როგორც ეკონომისტებისთვის, ისე ნებისმიერი მკითხველისთვის ნებისმიერი სფეროდან.

წიგნი გამომცემლობამ ”წიგნები ბათუმში” გამოსცა და მათ უკვე შეიპირეს გიორგი ბაქრაძე, რომ მალე ეკონომიკის ისტორიის მეორე ნაწილიც გამოაქვეყნონ.

 

 

 

 

დღის ამბები