ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 17 ივნისს თბილისს ეწვევა.
კარენ დონფრიდი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ "თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე" სიტყვით გამოვა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
რამდენიმე დღის წინ კარენ დონფრიდთან ინტერვიუ ჩაწერა "კურიერმა", მან ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე ვრცლად ისაუბრა.