ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვასა და ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა გოგა ხაინდრავამ. ხაინდრავა, რომელმაც ამ თემაზე ბრიფინგი გამართა, განაცხადა, რომ ოპოზიცია მარცხს ვერ ეგუება და, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, პროცესების რადიკალიზაციას ცდილობს.
"მიზანი არის ჩვენი ახალგაზრდების გარყვნა, ჩვენი შვილების, ჩემთვის უკვე - შვილიშვილების. ამის მცდელობას ჩვენ ვხედავთ, ამ ჭინკების მეჯლისებზე, როგორც წესი, პარლამენტის წინ რომ აწყობენ პერიოდულად, ახალგაზრდები იკრიბებიან.
ეს ახალგაზრდები, რომლებიც უკვე იმ ასაკის არიან, რომ თვითონ იღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ვთქვათ ხედავდნენ, რომ არჩევნების ყალბდებოდა, 22 დღის განმავლობაში სად იყვნენ, 22 დღის მერე რატომ გაახსენდათ, რომ ვთქვათ, შესაძლებელია, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულიყო?!
ყველას კარგად გვესმის, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ მართავს ამ აქციებს და რატომ მართავს, ვინ იმალება მათ ზურგსუკან. მათ ზურგსუკან იმალება ხაზარაძე, ჯაფარიძე, გვარამია, ის ადამიანები, ხელმოცარული პოლიტიკოსები", - აცხადებს რეჟისორი, გოგა ხაინდრავა.