საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,"ნაციონალური მოძრაობა" 24 საათის განმავლობაში ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას, ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა "ნაციონალურ მოძრაობასაც" სურდა.
"უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და თქვა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, აქვე დაამატა, რომ არამარტო ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, ეს ომი სხვაგანაც უნდა გადავიდესო, საქართველოში უნდა გადმოსულიყო, მათი გეგმის მიხედვით.
გავიხსენოთ, ვინ იყო ამ კამპანიაში ჩართული, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი თავისი სატელიტებით, ეს მეხუთე კოლონა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ებრძვის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას. გახსოვთ ალბათ მათი კოორდინირებული მოქმედებები, დაწყებული მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე ცნობილი განცხადებები ომის დაწყებიდან მალე, რომელიც სხვათა შორის ამერიკის ლიდერით დაწყებული, ევროპელმა ლიდერებმა, ყველამ თითქმის ანალოგიური განაცხადეს. აქ ჩვენ აცდენა არ გვაქვს არც მოლოდინებთან, არც პროგნოზებთან", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.