სახალხო დამცველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. შეხვედრა რექტორის კაბინეტში მიმდინარეობს.
საუბრის მთავარი თემა სტუდენტების მოთხოვნებია, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მისამართით აყენებენ. სტუდენტები უკვე მეექვსე დღეა, რექტორის კაბინეტში სხედან და ამბობენ, რომ არ დატოვებენ ოთახს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შეხვედრამდე კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. დიალოგი ნინო ლომჯარიას ინიციატივით იმართება.