ევროპა უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, "ცრუ მოლოდინების" შექმნას რისკავს - პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა ინტერვიუში ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი გაწევრიანების პროცესის დასაწყისია, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება და არ გადაჭრის უკრაინის გადაუდებელ პრობლემებს. ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქმნის "ცრუ მოლოდინების" საფრთხეს.
ის შიშობს, რომ ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ შიდა განხეთქილებას გამოავლენს, რაც საჩუქარი იქნება პუტინისთვის. მან კომენტარში ხაზი გაუსვა ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში შეშფოთებას კიევისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, მიუხედავად ზელენსკის თხოვნისა, რომელიც წევრობის გზას უკრაინის სუვერენიტეტის და მისი აღდგენის გარანტად მიიჩნევს. კოსტამ მხარი დაუჭირა უკრაინის "ევროპულ პერსპექტივას". ის არ ეწინააღმდეგება კანდიდატის სტატუსს და ამბობს, რომ ამ კვირაში ევროკომისიის შეფასებას ელოდება. მაგრამ მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, "ნამდვილი პრობლემები გადასაჭრელი რჩება".