03 მაისი 2024,   06:52
ვრცლად
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ქუთაისი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც ორმოცამდე კომპანია, ხუთასამდე ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანს იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი ორგანიზაციების ხელშეწყობა წარმოადგენს.

დღის ამბები