06 მაისი 2024,   12:51
ვრცლად
მაისში ტურიზმიდან შემოსავლები 95.6%-ით აღდგა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის მაისის შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრი - მაისის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

"2022 წლის მაისის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6% აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 184,781,782 (+250.4%) აშშ დოლარით.

იანვრი-მაისის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3% აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-მაისის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 663,668,204 (+374.5%) აშშ დოლარით," - აცხადებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში.

დღის ამბები