19 მაისი 2024,   08:56
ვრცლად
რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისის შენობებზე კატის გამოსახულებას ხატავდა, 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

პირი, რომელიც თბილისის შენობებზე კატის გამოსახულებას ხატავდა 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ რუსეთის მოქალაქე მიხაილ ვრონსკი  ინსტაგრამზე თავად წერს და აცხადებს, რომ მას განაჩენის ჩაბარებამდე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტიც.

როგორც მისი სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, ის საქართველოში თითქმის ერთი წელია იმყოფება.

მიხაილ ვრონსკის თქმით, ის საკუთარი კატის, "შიშას" გამოსახულებას თვეების განმავლობაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ხატავდა თბილისის სხვადასხვა შენობაზე. ნახატები კი აქტუალური რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ის ამ გზით გარკვეულ მინიშნებებს ტოვებდა.

როგორც ის ამბობს, სახლში, სადაც ცხოვრობდა, დიდი რაოდენობით სამართალდამცავი მივიდა და რამდენიმე საათიანი ჩხრეკა ჩაატარეს, მასაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში კითხავდნენ, თუმცა რუსულ არმიასთან კავშირის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ იქნა ნაპოვნი. მიხეილ ვრონსკის თქმით, მის საცხოვრებელში მხოლოდ ე.წ. მოსაწევი აღმოაჩინეს.

დღის ამბები