19 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
"სარა ბარა ბზია ბზბოიტ" ანუ "მე შენ მიყვარხარ" - აფხაზი მხატვრის გამოფენა სიღნაღის მუზეუმში

აფხაზი მხატვრის გამოფენა სიღნაღის მუზეუმში. ექსპოზიცია სახელწოდებით "მე შენ მიყვარხარ", საქართველოს კულტურისა და აფხაზეთის ა/რ კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით დღეს გაიხსნა.

სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია აფხაზი მხატვრის, ნიკა ემუხვარის 30 ფერწერული ნამუშევარი.

გამოფენის შინაარსი ეფუძნება სიყვარულს. ავტორი კი განმარტავს, რომ მისი პერსონალური გამოფენა სიყვარულის თემით ეხმიანება აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს.

დღის ამბები