დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს, 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრიტანეთის მოქალაქის ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის, ასევე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისთვის ბრალდებულებს 20 და 21 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
2021 წლის 7 ოქტომბერს, ქ.გორში, ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და თანხას. ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი მდინარე მტკვარში დაახრჩვეს.