15 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელიც პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს, რადიკალური ოპოზიცია სწორედ პოლარიზაციის გაღრმავებისკენაა მიმართული.  

ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილი აქცია.

"ევროკომისიის ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ პოლარიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდოს.

მათ შორის შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების მთავარი დეკლარირებული ამოცანა იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა იმ დოკუმენტსაც ვიდრე  ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა და ამ შემთხვევაშიც, ევროკომისიის დასკვნასაც პოლარიზაციისთვის იყენებს, რასაც ჩვენ ველოდით.

გახსოვთ, ჩვენ გვქონდა პროგნოზები ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. იყო მარტივი სცენარი თავიდანვე მოაზრებული, მათ ჰქონდათ გათვლა რომ 2 ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, შემდეგ უნდა დაწყებულიყო ეს არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც იქნება დღეს, დღევანდელ აქციაზე და ამის საბოლოო წერტილი არის რა თქმა უნდა ომი, რასაც ისინი ნატრულობენ საქართველოში,  თუმცა, რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი - ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს. პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება. ჩვენ მთავარია მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენ დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომელიც არის ჩამოთვლილი ევროკომისიის დოკუმენტში, ასევე მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავებისთვის. დღევანდელი აქციაც იქნება ამისი ნათელი მაგალითი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები