იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია. ყველა ოპოზიციურ პარტიაზე არ მაქვს საუბარი, ცხადია, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი არის ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი პოლიტიკური პარტია, ვისი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, როგორმე შეაფერხონ ჩვენი ქვეყანა, როგორმე შეაჩერონ ქვეყნის წინსვლა და განვითარება,- ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.
"თუმცა ჩვენ, ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად ამის უფლება არავის არ უნდა მივცეთ. პოლარიზაციის დასრულება ცალმხრივად ვერ მოხდება. ხელისუფლება მზად არის, რომ დაასრულოს პოლარიზაცია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. მათი მხრიდანაც უნდა იყოს ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ ვხედავთ მათ განცხადებებს, დაანონსებულ აქციებს ხელისუფლების დამხობასთან დაკავშირებით, თუმცა არავის არაფერი არ გამოუვა, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით," - განაცხადა კალაძემ.