22 დეკემბერი 2024,   20:00
ვრცლად
ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა და ქართველის ხალხის კუთვნილი ადგილი არის სწორედ ევროპაში - სალომე სამადაშვილი

"შინ ევროპისკენ" - გუშინდელი აქციის დასრულებისას, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლეს, სადაც ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს იყო ძლიერი გზავნილი საზოგადოების მხრიდან, რომ მათ სურთ ევროპაში. 

"ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროპა და ქართველის ხალხის კუთვნილი ადგილი არის სწორედ ევროპაში. 100 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას უთხრა, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის სწორედ მათ, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ მოქალაქეებს,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური კი, აცხადებს, რომ რაც უფრო ხშირად უწოდებს "ქართულ ოცნება" "ნაცებს" იმ ახალგაზრდებს, რომლები აქციაზე იკრიბებიან, მით ეს იქნება მათთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ფატალური შეცდომა.

"როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ვერ სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. გუშინ კალაძეს მთელი დღე აძახებინეს, რომ თითქოს აქცია "ნაცები" იკრიბებოდნენ ამ აქციაზე. მინდა "ქართულ ოცნებას" ვუთხრა, რომ რაც უფრო ხშირად გაიმეორებენ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს უწოდებნ "ნაცებს", ეს იქნება ზუსტად მათთვის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციისთვის ფატალური შეცდომა,"- ამბობს პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური. 

დღის ამბები