06 ნოემბერი 2026,   15:21
ვრცლად
11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს, მოზარდს 2 ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, წინ მესამე ოპერაცია და რთული სარეაბილიტაციო პერიოდი ელის.  

ბავშვს 31 აგვისტს, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან ნასროლი სკამი მოხვდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. 

"31 აგვისტოდან დღემდე ჩემი შვილი, ჩემი ვატო, სიცოცხლისთვის იბრძვის… ყოველი დღე ბრძოლაა, ყოველი ამოსუნთქვა - იმედი, ყოველი პატარა წინსვლა კი ჩვენთვის სასწაულია…

უკვე რამდენი ტკივილი გადაიტანა ამ პატარა გულმა… და ახლა წინ მესამე ოპერაცია გველოდება. ისევ შიში, ისევ მოლოდინი, ისევ ბრძოლა… მაგრამ დანებება არ შეიძლება, რადგან ვატოს წინ მთელი ცხოვრება აქვს!

მადლობა თითოეულ თქვენგანს - ნაცნობსა თუ უცნობს, ვინც ამ მძიმე დღეებში ჩვენს გვერდით დგას. მადლობა გულშემატკივრობისთვის, ლოცვისთვის, თითოეული თბილი სიტყვისთვის, თანადგომისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღე გვაგრძნობინებთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი ძალაა.

განსაკუთრებული მადლობა ექიმებს, რომლებიც 31 აგვისტოდან ვატოს სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.

წინ კიდევ ერთი მძიმე ეტაპია, მაგრამ მე მჯერა ჩემი შვილის, მჯერა ღმერთის და მჯერა, რომ ერთ დღეს ამ ბრძოლას ღიმილით გავიხსენებთ.
ღმერთო, დაგვიბრუნე ჩვენი ვატოს ღიმილი, ბავშვობა და ფეხბურთის მოედანი… ჩვენ არასოდეს დავნებდებით", - წერს 11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძის დედა.

დახმარების სურვილისა და შესაძლებლოს შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:  

თიბისი:

GE70TB7445045064300101

საქართველოს ბანკი: 

GE55BG0000000533934768

პ/რ 42201042660 თ.ქ

 

დღის ამბები