საქართველოს პარლამენტის ვიცე - სპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადება გაუგებარია.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ცვლილებებისთვის სათანადო არგუმენტაცია არსებობს და პარლამენტი კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს
"სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს საქართველოს წინაშე. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - აცხადებს თალაკვაძე.