უნდა ვიმუშაოთ, ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ და არცერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ პასუხგაუცემელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ევროკომისიამ რეკომენდაციები გასცა.
"უნდა ვიმუშაოთ, ძალიან მაგრად უნდა ვიმუშაოთ და არცერთი კითხვა არ უნდა დავტოვოთ პასუხგაუცემელი.ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ისტორიული ჩანაწერი გაჩნდა. მე მახსოვს თქვენს დროს ასოცირების შეთანხმებაც ვერ დაიწყეთ, გააჯანჯლეთ სამი წელი იყო ჯახირი", - განაცხადა პრემიერმა.