20 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
2 წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air ბრუნდება

2 წლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Open Air ბრუნდება - ხვალ 3 საათზე ჯაზის ზინგერის სცენა მიესალმება მაყურებელს, ხოლო 6 საათზე მთავარი სცენა გაიხსნება და მაყურებლის წინაშე წარსდგებიან მემე, Cigarettes After Sex, Bedford Falls, Konoba.

ლისი ვანდერლენდის ტერიტორიაზე მოწყობილია 4 სცენა. მონატრებულ მსმენელს ადგილზე მისვლა მეტრო სამედიცინოდან უფასო ტრანსპორტით შეეძლება.

მუსიკალური ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებას 26 ივნისს, უკრაინული ჯგუფი ოკიან ელზი დახურავს.

დღის ამბები