26 აპრილი 2024,   08:54
ვრცლად
საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" დედაქალაქში, დასკვნითი კონცერტისთვის ემზადება

საქართველოს ნაციონალური ბალეტი, დედაქალაქში დასკვნითი, 2 დღიანი კონცერტისთვის ემზადება,  მანამდე კი "სუხიშვილებმა" ქართული ცეკვის ოსტატობა ევროპის 5 ქვეყნის მაყურებელს აჩვენეს.

მრავალათასიან დარბაზებში ანსამბლის კონცერტებმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ახლა კი მოცეკვავეები კიდევ ერთხელ აპირებენ ქართველი მაყურებლის გაკვირვებას. ტრადიციული და თანამედროვე ცეკვის ელემენტებით სუხიშვილები ფილარმონიაში მისულ მოქალაქეებს საათნახევრიან პროგრამას შესთავაზებენ.

მაყურებელს, რომელიც ფილარმონიაში 30 ივნისსა და 1 ივლისს დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენას ვერ მოასწრებს, სუხიშვილები მთელი ზაფხულის განმავლობაში ღია სივრცეში მოწყობილ "თაკარას" სცენაზე ეპატიჟებიან.

დღის ამბები