სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. 3 კვირის განმავლობაში, სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ.
წვრთნების დასრულების შემდეგ კი მათ კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. წვრთნებში ქართველი, ამერიკელი, პოლონელი, ლატვიელი, ლიეტუველი და სომეხი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ.