19 მაისი 2024,   12:01
ვრცლად
11 დაღუპული, ასობით დაშავებული და დაჭრილი - პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსმა ოკუპანტებმა ჭურვი სავაჭრო ცენტრთან ჩამოაგდეს

11 დაღუპული, ასობით დაშავებული და დაჭრილი - პოლტავას ოლქში, ქალაქ კრემენჩუკში რუსმა სამხედროებმა ჭურვი სავაჭრო ცენტრთან 1 საათის წინ ჩამოაგდეს, სადაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ციფრები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ და არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ქალაქ კრემენჩუკში მტერმა იერიში რუსეთის ტერიტორიიდან, კურსკის ოლქიდან მიიტანა.

ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ გააქტიურებულია. ბომბავს ისეთ ქალაქებს, რომლებიც რამდენიმე თვეა არ დაუბომბავს.

დღის ამბები