შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მონაკვეთებზე დროებით გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ჟინვალიდან შატილის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.