16 აპრილი 2024,   23:03
ვრცლად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაწერილი "ავე მარია" დღეს რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აჟღერდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაწერილი "ავე მარია" დღეს რომის პაპმა ფრანცისკემ მოისმინა. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ილია მეორეს მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები საზეიმო მესის შემდეგ აჟღერდა. სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა პონტიფიკოსისთვის და ტაძარში შეკრებილი მორწმუნეებისთვის ორი საათის განმავლობაში 20-მდე საგალობელი და ხალხური სიმღერა შეასრულა.

თუმცა წმინდა პეტრეს ბაზილიკამდე ქართველი მგალობლების შესრულებული ჩაკრულო, ლილე, ოდოია და სხვა სიმღერები სიქსტის კაპელაში აჟღერდა. ალტისტმა გიორგი ცაგარელმა კი მსოფლიო დონის ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ”მინიატურები” შეასრულა.

სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტს, "რუსთავი 2"-ის მაყურებელი, შაბათს, 18:00 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე იხილავს.

დღის ამბები