25 აპრილი 2024,   08:44
ვრცლად
"უკრაინის ომის 100 დღე" - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმს მოლდოვაში აჩვენებენ

ძლიერი აფეთქებების ხმა, კვამლში გახვეული დაცარიელებული ქუჩები, განგაშის სიგნალი, რომელსაც უკრაინელები თავშესაფრამდე მიჰყავს, მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი სახლები, ნაწამები ქალები და ბავშვები, რუსული აგრესიის შედეგი - ეს კადრები "რუსთავი 2-ის" გადამღებმა ჯგუფებმა ისტორიას შემოუნახეს.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები, სამი თვის განმავლობაში უკრაინის ყველაზე ცხელ წერტილებში მუშაობდნენ. რეპორტიორების თვალით დანახული ომის ასი დღის ისტორიას კი დოკუმენტურ ფილმში, საზოგადოებას უყვებიან.

კადრები, რომელმაც მსოფლიო შეძრა. ირპენიბუჩა და უკრაინის არაერთი ოლქი, საიდანაც საზოგადოებამ უმძიმესი მასალა იხილა. რუსთავი2 ის გადამღები ჯგუფი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უცხოელ კოლეგებთან ერთად, განადგურებული ქალაქებიდან რუსული აგრესიის სასტიკი შედეგი მაყურებელს აჩვენა. იხსენებენ, რომ თავადაც იმ ტკივილის ნაწილი იყვენენ, რასაც თითოეული უკრაინელი განიცდიდა.

"უკრაინის ომის 100 დღე",- დოკუმენტური ფილმის მასალა, რომელიც "კურიერის" ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა, რუსეთ- უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ასი დღის განმვლობაში მოაგროვეს, დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა ფილმად აქცია.

დოკუმენტური ფილმი,რომელიც ჟურნალისტების თვალით დანახულ ომზე მოგვითხრობს, საქართველოს გარდა უკრაინული არხით მაყურებელმა უკვე ნახა. ფილმს, დღეს მოლდოვაშიც აჩვენებენ. მოლდოვის შემდეგ, დოკუმენტური ფილმის ჩვენება კანადასა და გერმანიაშიც იგეგმება.

რეალური ისტორიები, რეალური კადრები და რეალური ემოციები, – დოკუმენტურ ფილმს, დღეს საღამოს მოლდოვაში, "ტვ-8-ის" არხზე, პირდაპირ ეთერში აჩვენებენ. "რუსთავი 2-ის" გადაღებული, რუსეთის სისასტიკის ამსახველი თითოეული კადრი კი - მსოფლიო ისტორიას დარჩება.

დღის ამბები