ჯანდაცვის მინისტრმა "სოციალური დაცვის გაძლიერება საქართველოში" პროექტის ფარგლებში გამართული კონფერენცია გახსნა. ზურაბ აზარაშვილმა სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტების მდგრადი და ეფექტიანი სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება, რისთვისაც დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. სოციალური დაცვის სისტემების რეფორმა, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი სოციალური პოლიტიკის განვითარება და სოციალურ დახმარებაზე წვდომის გაუმჯობესებაა.