26 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
კოვიდი კვლავ გააქტიურდა - სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, ვაქცინის ბუსტერდოზები გაიკეთონ

​კორონავირუსი კვლავ გააქტიურდა - ბოლო სამი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, როგორც საქართველოში ისე მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი "ომიკრონის" ორი ქვეტიპის სწრაფ გავრცელებაზე საუბრობს.

სპეციალისტები კი მოსახლეობას ბუსტერდოზების გაკეთებისკენ მოუწოდებენ. 

"ვისაც ვაქცინაციის პირველადი სერია ჩატარებული აქვს, ვთხოვოთ, გაიკეთოს ბუსტერ დოზა და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამ ადამიანებს ეს ინფორმაცია მივაწოდოთ. ვინაიდან ახლა არის სწორედ ამისათვის იდეალური პერიოდი, ახლა გაკეთებული ვაქცინა 2 კვირის შემდეგ მოგვცემს თავის მაქსიმალურ დაცვას,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ივანე ჩხაიძე. 

დღის ამბები