24 აპრილი 2024,   23:44
ვრცლად
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას პუჩინის ოპერა "მანონ ლესკო" უბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენას პუჩინის ოპერა "მანონ ლესკო" უბრუნდება. ლატვიელი რეჟისორის და ქართველი დირიჟორის დადგმის საპრემიერო ჩვენებები 9 ივლისიდან გაიმართება. სპექტაკლი ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის პროდუქციაა. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი, ასევე მოწვეული მომღერლები.

9 ივლისის "მანონ ლესკოს" სპექტაკლი ეძღვნება თეატრის მთავარი დირიჟორის - ზაზა აზმაიფარაშვილის 60 წლის იუბილეს. საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნება მაესტროს ვარსკვლავი.

დღის ამბები