29 აგვისტო 2026,   21:45
ვრცლად
ეროვნული გამოცდები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ადგილზე აბიტურიენტების 95%-ზე მეტი უკვე გამოცხადდა

ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით არსებულ 22 ცენტრში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პირველი გამოცდა მიმდინარეობს. აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრს ნელნელა ტოვებენ.

ოფიციალურად კი პირველი სესია 1 საათზე იხურება. შეზღუდვები, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში პანდემიის გამო გამოცდებზე იყო დაწესებული, წელს მოხსნილია. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის სურვილი 41 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე აცხადებს, რომ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა 95% გამოცდაზე უკვე გამოცხადდა.

"მშვიდ გარემოში მიმდინარეობს გამოცდები, აბიტურიენტების 95% უკვე გამოცხადდა ადგილზე. დაგვიანების მხოლოდ 2 შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე, რაც შეეხება პირბადის ტარებას, ეს ნებაყოფლობითია,"- აცხადებს გორგოძე. 

დღის ამბები