აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გუშინდელ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას არავინ აპირებს.
"გამიჭირდება შეფასება, ალბათ, ვისაც არ ჰქონდა ნანახი "ლიბერასტების" პოლიტიკური კვნესა, გუშინ ვნახეთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული ახირებების მოსმენას და მითუმეტეს, მათ დაკმაყოფილებას, არავინ არ აპირებს. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას და გავაგრძელებთ ხალხის სამსახურს," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.