15 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
"თუ ხალხი არ გიმაგრებს ზურგს, ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე "რუსთავი 2-ის" კითხვას უპასუხა, რომელიც აქციის ორგანიზატორთა მიერ სერბეთთან და უკრაინასთან გავლებულ პარალელს უკავშირდებოდა. 

"ეს არის ის, რაშიც ეს ადამიანები დაატრენინგეს ბაკურიანში, ცნობილი აკერმანი როცა იყო ჩამოსული, ის არის რევოლუციების ექსპერტი, თუმცა ისინი ერთ რამეს უშვებენ მხედველობიდან, რომ ამ ყველაფერს მაინც სჭირდება ერთი რამ - ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ ხალხის მხარდაჭერა არ გიმაგრებს ზურგს, ამ შემთხვევაში ვერანაირი ტრენინგი ვერ გიშველის, როგორც არ უნდა დაგატრენინგოს ვიღაც ჩამოსულმა უცხოელმა, იმაში თუ როგორ მოაწყო რევოლუცია, თუ ხალხი არ გიმაგრებს ზურგს - ვერავითარ რევოლუციას ვერ მოაწყობ. ამას უშვებენ მხედველობიდან და აქედან გამომდინარე თვითონ იყენებენ საკუთარ თავს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიყენეს მაგალითად საკუთარი თავი გუშინ. არავითარი რესურსი მათ არ აქვთ, ერთადერთი მიზეზის გამო, ხალხის მხარდაჭერა მათ ზურგს არ უმაგრებს," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები