15 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
კობახიძე პრეზიდენტზე: გამოხატა წყენა, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, ეწყინა მათი წარუმატებლობა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, "პრეზიდენტს რომ ჩაეკითხო, თუ რა არ მოსწონს 12-პუნქტიან გეგმაში ვერ გიპასუხებთ": 

"ამით მან როგორც ჩანს გამოხატა წყენა იმის გამო, რომ გუშინდელი აქცია რადიკალურ ოპოზიციას ჩაუვარდა, სხვა რაიმე ისეთ სერიოზულ კომენტარს მე მის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ. მას რომ ჩაეკითხოთ რას გულისხმობდა, მაგალითად ჩვენი გეგმის მიმართ კრიტიკაში ვერ გიპასუხებთ.  ვერაფერს გეტყვით. შეგიძლიათ ჩაეკითხოთ, აი რატომ არ მოეწონა 12 პუნქტიანი გეგმა, ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი, რაც მან გამოხატა, ეს არის წყენა იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას გუშინ აქცია ჩაუვარდა. უბრალოდ ეწყინა მათი წარუმატებლობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე.

დღის ამბები