26 დეკემბერი 2024,   14:52
ვრცლად
თავდასხმა კოპენჰაგენში - რა მოტივით დახოცა ახალგაზრდამ უდანაშაულო ადამიანები და მისცემს თუ არა პოლიცია მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას

კოპენჰაგენის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის შესახებ, პოლიციის განყოფილებაში ზარი ადგილობრივი დროით საღამოს 6-ის ნახევარზე შევიდა. თავდამსხმელის უმისამართოდ გახსნილ ცეცხლს 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ორი 17 წლის ახალგაზრდა იყო.

თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია. პანიკა იყო შენობის გარეთაც, სადაც სავაჭრო ცენტრში მყოფების ნათესავები პოლიციისგან თავიანთი ახლობლების ბედზე ინფორმაციის მიღებას ცდილობდნენ. 

სამართალდამცველებმა მომხდარზე 22 წლის დანიელი მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა და მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები დანაშაულის მოტივს იკვლევენ.

დანაშაულის ადგილიდან თითქმის 2 კილომეტრში, ცნობილი მუსიკოსის ჰარი სტაილსის კონცერტი უნდა გამართულიყო. ღონისძიების ორგანიზატორებმა უსაფრთხოების მიზნით, პოპ ვარსკვლავის კონცერტი გააუქმეს.

დღის ამბები