24 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - მედიკოსები მიზეზად გაზრდილ მობილობას ასახელებენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში უარესდება. მედიკოსები მიზეზად გაზრდილ მობილობას ასახელებენ.

ექიმების განცხადებით, ომიკრონის ქვეტიპი, რომელიც ახლა ცირკულირებს, კლინიკურად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა სახიფათოა რისკჯგუფში შემავალი პირებისთვის, ახალი ქვეტიპის მთავარი მახასიათებელი კი სწრაფი გადამდებობაა.

მედიკოსები მოსახლეობას კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა კვლავ რეკომენდაციად რჩება.

დღის ამბები