დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დღეს თანამდებობას დატოვებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინფორმაცია იმ ფონზე გავრცელდა, რაც მინისტრებმა და მაღალი თანამდებობების პარლამენტარებმა თანამდებობებიდან გადადგომა დაიწყეს.
უცხოურ მედიაში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაციით, ბორის ჯონსონი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც დატოვებს.
ამასთან, Sky New-ის ცნობით, ბორის ჯონსონი პრემიერის პოსტს პირდაპირ არ დატოვებს, არამედ დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, ვიდრე ოქტომბრის კონფერენციაზე კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი და პრემიერ-მინისტრი დაინიშნება.