15 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
ლევან სამუშიამ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა. საქმე ეხება ყვარელში, 29 ივნისს, "ლელოს" გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძისთვის, მისი და პარტიის სხვა ლიდერებისთვის პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას, რომლებიც "შინ ევროპისკენ" აქციისთვის საინფორმაციო შეხვედრას მოსახლეობასთან მართავდნენ.

ლევან სამუშია გამოძიების დაწყებას და იმ პირების პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს, რომელებმაც მისი თქმით, ხელი შეუშალეს.

"მე და ბატონი ბადრი ჯაფარიძე ვიმყოფებოდით ყვარელში, შეხვედრაზე მოქალაქეებთან, რა დროსაც ხელისუფლებამ დაგვახვედრა ე.წ. ტიტუშკები, რომლებმაც არ მოგვცეს შესაძლებლობა განგვეხორციელებინა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა და ამით ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და გამოძიების დაწყებას," - აცხადებს ლევან სამუშია.

დღის ამბები