15 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
12 პუნქტიანი რეკომენდაციები და მათი აღსრულება - პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის ნაწილს შეხვდა   

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის ნაწილთან შეხვედრა გამართა. შალვა პაპუაშვილი "აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორის" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა ფონდ "ლიბერალური აკადემია თბილისის" დირექტორი, ლაშა ტუღუში, რომელმაც განაცხადა, რომ საუბრის დროს მსჯელობა შეეხო 12 პუნქტიან რეკომენდაციებს და ასევე, აღსრულების ნაწილს.

ლაშა ტუღუში რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, ნდობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია. 

"ჩემი მოსაზრება იყო ის, რომ საჭიროა ამ პროცესს ჰქონდეს ნდობა და ნდობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა, რომელიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებებს იმ საკითხებზე, რომელზეც უკვე არის მიღებული გარკვეული გადაწყვეტილება. პირველი კითხვით არის მიღებული, აქ საუბარია კონსტიტუციურ ცვლილებებზე, საარჩევნო საკითხებზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ არსებობდეს ნდობა, ეს ნაბიჯი სწორედ ხელისუფლებამ გადადგას და მისი ინიციატივით იყოს ეს მოქმედება," - აცხადებს ლაშა ტუღუში.

 

დღის ამბები