08 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
ზუგდიდის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილ ცოლს დანით მისდევდა

ზუგდიდის ცენტრში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ქალაქის ცენტრში ყოფილ ცოლს დანით მისდევდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გამსახურდიას გამზირზე შვილების თანდასწრებით მოხდა. ქალი შველას ითხოვდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მალევე მივიდნენდა მამაკაცი დააკავეს. ამოღებულია დანაც.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და გზა ყვითელი ლენტით აქვთ გადაკეტილი. 

დღის ამბები