15 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს დეპოლარიზაციისთვის" - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის განცხადებით, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ სურს დეპოლარიზაციის მიღწევა, რაც ევროკომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

კახა კალაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულდეს.

"დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ ისინი გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს დეპოლარიზაციისთვის. არადა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა და დათქმაა იმ 12 პუნქტიან გეგმაში. ჩვენ ჩვენი მხრიდან მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ამისთვის, იმიტომ რომ დღეს ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ეს შესასრულებელია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვნახოთ, არ მინდა წინასწარ შეფასებები გავაკეთოთ. დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციულები, თუმცა არიან ისეთები, ვისაც აქვს იმის სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები