26 დეკემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

"ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს - მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოც ტექსტში.

ყურბან-ბაირამი მუსლიმურ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ღმერთს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხორცის ნაწილს კი მეზობლებსა და უპოვრებს უნაწილებენ. 

დღის ამბები