26 დეკემბერი 2024,   14:35
ვრცლად
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", საგანგებო სხდომის ფორმატში ვიმუშაოთ მთელი ზაფხული და გავატაროთ რეფორმები - გრიგოლ გეგელია

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, საკანონმდებლო ორგანოში, მმართველი გუნდის მხრიდან სასამართლო რეფორმაზე მუშაობით გაგრძელდება. მაშინ, როცა მმართველი გუნდი ორშაბათიდან საკითხზე მსჯელობის დასაწყებად ემზადება, ოპოზიცის ნაწილი ალტერნატიულ გეგმას ამუშავებს.

"ლელო" არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ხელისუფლებასთან ერთად კონსულტაციებში, თუმცა მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" მთელი ზაფხულის განმავლობაში საგანგებო სხდომის ფორმატში იმუშაონ და რეფორმები განხორციელდეს.

"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუერთდეთ კომისიების ფორმატს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კომისიები კომისიებისთვის და შეხვედრები შეხვედრებისთვის ვმართოთ. ჩვენ უკვე გავმართეთ საქმიანი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან, ჩვენ წარსულში ფაქტობრივად ყველა კრიტიკული მიმართულებით გვყავს უკვე შექმნილი დოკუმენტები, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს რეფორმების გატარება. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს მიშელის შეთანხმება და გვაქვს უკვე 12 პუნქტი. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", რომ საგანგებო სხდომის ფორმატში ვიმუშაოთ მთელი ზაფხული ყოველდღე და გავატაროთ ეს რეფორმები ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე," - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

სახელისუფლებო პარტიის მიერ შექმნილ ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პარტიის "საქართველოსთვის" წევრები, მიზანი კი არის ის, რომ გამოყენებული იყოს ყველა შანსი იმისათვის, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, ვის მიერაც არ უნდა იყოს ორგანიზებული, მივიღებთ მონაწილეობას, სადაც კი დავინახავთ თუნდაც მცირე შანსს, რომ შეიძლება მივეხმაროთ ამ პროცესს და გამოვიყენოთ ის შანსი და შესაძლებლობა, თუმდაც მცირედი, რომ საბოლოო ჯამში დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილება იქნას მიღებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ანა ბუჩუკური.

დღის ამბები