26 დეკემბერი 2024,   14:44
ვრცლად
15 000-მდე ზარი და ცრუ შეტყობინებები, როგორია 112- ის მუშაობის პრინციპი - "კურიერის" გადამღები ჯგუფის ერთი დღე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში

დღეში საშუალოდ 15 000-მდე შეტყობინება და დახმარების იმედით აკრეფილი ნომერი - 112. მაშინ როცა, გადარჩენისა თუ შველის პროცესში თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დროსაც ყველაზე დიდი ფასი ენიჭება. 

ინფორმაციის სწრაფად მისაღებად და რეაგირების მოსახდენად ორი რამ არის საჭირო - ოპერატორის პროფესიონალიზმი და საჭირო პასუხები მოქალაქეების მხრიდან.

112-ის თანამშრომლება ადამიანების დახმარების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღეს და 24 საათი, კვირაში შვიდი დღე, საკუთარ დროსა და რესურსს სწორედ სხვების დახმარებას უძღვნიან.

სასწრაფო დახმარება, საგანგებო მდგომარეობა, კრიმინალი, ძალადობა, ავტოსაგზაო შემთხვევა - სერვისი, რომელიც 2015 წლიდან დაინერგა, არაერთ მიმართულებას აერთიანებს. 

112-ში ცრუ შეტყობინებისთვის 500 ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული, სხვა შემთხვევაში კი ეს გუნდი მაქსიმალურად ცდილობს დაეხმაროს მათ, ვისაც ეს იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდება. 

დღის ამბები